logo
ENG



კალაძის მიზანია კონკრეტულ მედიებს დაარტყას და არა ფეიკ-ნიუსებს შეებრძოლოს-ომბუდსმენი

25 ივნ 202013:20
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ე.წ. ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანიის დაწყებას ეხმაურება.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ბანერი, ემსახურება კონკრეტულ მედიებზე თავდასხმას.

"მე არ ვიცი რა განცხადების გაკეთებას აპირებს მერი, მაგრამ ეს ბანერი მიჩენს განცდას, რომ მიზანი არის კონკრეტულ მედიებზე დარტყმა და არა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც სხვა ტელეკომპანიებთან ერთად „ფორმულაც" არის მოხსენიებული, როგორც სიცრუის გამავრცელებელი ტელეკომპანია. თუმცა „ფორმულას" კითხვაზე, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია იყო არასწორი, კალაძე ჟურნალისტებს დალოდებას ურჩევს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა ფეიკ-ნიუსებთან ბრძოლის კამპანია დააანონსა და ცხვირ-პირში სიმართლის მუშტის მოხვედრით დაემუქრა იმ მედიებსრომლებიც მისი თქმით, დეზინფორმაციას გაავრცელებენ. 


close დახურვა